სერვისები

დანიგი ჯგუფი 2003 წლიდან ღირსეულად იკავებს ბაზარზე მოწინავე პოზიციას ლოგისტიკის სფეროში და დაარსების დღიდან ორიენტირებულია ხარისხიან, სწრაფ და უსაფრთხო მომსახურებაზე. მოცემულ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სრული მომსახურების პაკეტი, თუ რას სთავაზობს ''დანიგი ჯგუფი'' მომხმარებელს.
  • ტრაილერები სრული დატვირთვით

    დანიგი ჯგუფი გთავაზობთ შიდა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს ამიერკავკასიის, „დსთ”-ს ქვეყნების, ცენტრალური აზიისა და ევროპის მასშტაბით.


    თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას მოგაწვდით ტვირთის სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ მანქანას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს, როგორც თქვენს ასევე მომწოდებლის მოთხოვნებს. მომსახურებაში შედის:

    • ტვირთის გვერდითა და ზემო დატვირთვის შესაძლებლობა
    • ტვირთის ტემპერატურული რეჟიმით დაცვა
    • სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება
    • საკონტეინერო გადაზიდვები
    • საბაჟო-საექსპორტო საბუთების მომზადება
  • საჰაერო გადაზიდვები

    დანიგი ჯგუფის დახმარებით შეგიძლიათ საჰაერო ტრანსპორტირების სერვისის გამოყენება, რომლის საშუალებითაც მიიღებთ ტვირთის დაჩქარებული წესით ტრანსპორტირებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან საჰაერო ხაზებთან, რაც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ მოგემსახუროთ. მომსახურებაში შედის:

    • ტვირთის მისამართიდან აღება
    • აეროპორტში ტვირთის დასაწყობება
    • საბაჟო-საექსპორტო დოკუმენტების მომზადება
    • დანიშნულების აეროპორტამდე მიწოდება
  • საზღვაო გადაზიდვები

    დანიგი ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საზღვაო ხაზებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი და უსაფრთხო საზღვაო გადაზიდვების სერვისი. მომსახურება მოიცავს:

    • საკონტეინერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით
    • საკონტეინერო „გრუპაჟები“ აზიიდან
    • პორტიდან პორტამდე ტრანსპორტირება
    • დატვირთვის პუნქტიდან დაცლის პუნქტამდე ტრანსპორტირება
    • ტვირთის დაზღვევა
    • საბაჟო-საექსპორტო საბუთების მომზადება
  • სარკინიგზო გადაზიდვები

    ''დანიგი ჯგუფი'' გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას რკინიგზით. აირჩიეთ სარკინიგზო ტრანსპორტი ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვისათვის, როგორც ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალება! გთავაზობთ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებს ამიერკავკასიის და დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცედურებს როგორც ევროპის, ასევე სხვა რეგიონების ქვეყნებში.

დანიგი ჯგუფი ასევე გთავაზობთ:

ავტომზიდები


დანიგი ჯგუფის დახმარებით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ავტომობილის ტრანსპორტირება ევროპიდან საქართველომდე.

ტრანსპორტირების გარდა ჩვენ შეგვიძლია ადგილზე შევაფასოთ თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილი, მოვახდინოთ მისი გადადგილება ჩვენს ავტოპარკამდე (72764 REUTLINGEN, GERMANY), შემდგომ კი მოვახდინოთ ავტომზიდით ტრანსპორტირება საქართველომდე.მომსახურება მოიცავს საბაჟო საბუთების მომზადებასაც.

ნაკრები ტვირთები - ''გრუპაჟი''


სერვისი მოიცავს ტვირთების საწყობში შეგროვებასა და დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირებას.

ტვირთის ადგილმდებარეობის მიხედვით, საწყობის მანქანა მიდის ტვირთის ასაღებად და ახდენს ტვირთების დასაწყობებას. დასაწყობების შემდეგ კონსოლიდირებული ტვირთები თავს იყრის ჩვენს ტრაილერში, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირებას. მომსახურებაში შედის:

  • ნებისმიერი შეფუთვის ტიპის ტვირთების ტრანსპორტირება
  • სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება
  • ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთების ტრანსპორტირება
  • საექსპორტო დოკუმენტების მომზადება

დანიგი ჯგუფი ასევე გთავაზობთ საქართველოდან ''გრუპაჟულ'' ექსპორტს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით

სპეციალური ტვირთები


დანიგი ჯფუფი გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას სრული სტანდარტების დაცვით. მომსახურებაში შედის:

  • ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავება
  • ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევა
  • სპეციალური ნებართვებისა და საჭირო დოკუმენტების მომზადება
  • უსაფრთხოების ოპერატორის კონტროლი დატვირთვისა და დაცლის პუნქტში
  • დაცვა-ესკორტის ორგანიზება
ასევე ჩვენი კომპანია მზადაა შემოგთავაზოთ დამატებითი სერვისები:

დანიგი ჯგუფი, გთავაზობთ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას, როგორც ექსპორტის ასევე იმპორტის ქვეყნებში. არასწორად გაფორმებულმა ტვირთის თანმხლებმა დოკუმენტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემა როგორიცაა: ტვირთების საზღვარზე შეფერხება, განბაჟების პრობლემა და ა.შ

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი შეფერხებები ჩვენი პროფესიონალი ბროკერები მოახდენენ თქვენი ტვირთების გაფორმებას და ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის სწორად მომზადებას, რაც თავიდან აგარიდებთ მსგავს გაუგებრობებს. სერვისი მოიცავს:

  • საექსპორტო დეკლარაციის მომზადებას
  • საიმპორტო დეკლარაციის მომზადებას
  • ტრანზიტული დეკლარაციის მომზადებას

ჩვენი გუნდი დამატებით გთავაზობთ ტვირთის დაზღვევას პარტნიორ სადაზღვევო კომპანიაში საუკეთესო პირობებით.