ჩვენს შესახებ

ზოგადი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ

დანიგი ჯგუფი 2003 წლიდან ღირსეულად იკავებს ბაზარზე მოწინავე პოზიციას ავტომობილების ტრანსპორტირებაზე და დაარსების დღიდან ორიენტირებულია ხარისხიან, სწრაფ და უსაფრთხო მომსახურებაზე.

2015 წელს ჯგუფმა საქმიანობის არეალი გააფართოვა სატრანსპორტო-საექსპედიტორო საქმიანობით და ამ მიმართულებით წარმატებით დამკვიდრდა ქართულ და ევროპულ ბაზრებზე. კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს.

ჯგუფი ზრდაზე ორიენტირებულია და მუდმივად ახორციელებს მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ადასტურებს ჯგუფის მიერ შეძენილი ევრო სტანდარტის მქონე ტრაილერები. ამასთან ჯგუფი ფეხს უწყობს თანამედროვე ცხოვრების წესს და უკვე მოახდინა ძველი ავტომზიდების, ახალი ევრო სტანდარტის დაშვების მქონე ავტომზიდებით ჩანაცვლება. აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიეცა მომსახურების ხარისხის სრულყოფის შესაძლებლობა, რაც დადებითად აისახა მომხმარებლებზეც.

ჩვენს გუნდს გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მუდმივად ხდება მომსახურების ხარისხის კონტროლი, რისი შედეგიცაა გამართული მიწოდების ჯაჭვი. ჩვენი უმთავრესი მიზანია ვიყოთ თქვენი სანდო პარტნიორები ლოგისტიკის სფეროში.

about